საზოგადოება
ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს
22 წლის გიორგი დიასამიძის დასახმარებლად, მოქალაქეები სისხლს უანგაროდ გასცემენ. დონაციიდან მიღებული თანხა პაციენტის ანგარიშზე ისახება.

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები დონციის აქციას ახალციხის მერიის შენობაში ატარებენ. შეგროვებული ბიოლოგიური მასალა დამუშავდება და სისხლის ბანკის რეზერვში განთავსდება.

აქცია 16:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ექიმები კვლავ ადგილზე რჩებიან.

„აქციაში მონაწილეობა გიორგის დახმარების უდიდესმა სურვილმა გადამაწყვეტინა. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის თვითმმართველობიდან ყველა წევრი ჩავერთეთ, ყველას მოვუწოდებ გაიღოს სისხლი''
- ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი თამაზ კბილაშვილი.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი დიასამიძეს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი
GE86TB7184345061100111

საქართველოს ბანკი GE20BG0000000498605864

ლიბერთი ბანკი GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე

პირადი ნომერი: 05001012601
| Print |