საზოგადოება
გიორგი დიასამიძისთვის, ერთ დღეში, 10 000 ლარი შეგროვდა
ორი დღეა კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი, 22 წლის გიორგი დიასამიძის დასახმარებლად, სისხლს იბარებს, რომელსაც მოქალაქეები უანგაროდ გასცემენ. დონაციიდან მიღებული თანხა ახალგაზრდა მამაკაცის ანგარიშზე ისახება. 31 იანვარს გაღებული სისხლით, დაახლოებით 5 000 ლარი შეგროვდა. ჯამში სხვადასხვა აქტივობით, ერთ დღეში ახალგაზრდებმა 10 000 ლარამდე შეაგროვეს.

აქცია ახალციხის მერიის შენობაში მიმდინარებს. შეგროვებული ბიოლოგიური მასალა დამუშავდება და სისხლის ბანკის რეზერვში განთავსდება.


დონაციის აქცია დღეს, 1-ელ თებერვალს, 19:00 საათამდე გაგრძელდება. 

"დილიდან არ წყდებოდა მსურველების ნაკადი სისხლის დონაციისათვის. იმდენად დიდი იყო მსურველთა რაოდენობა, რომ მხარში დადგომოდნენ გიორგის, 1-2 საათზე მოსული ადამიანები, შუადღის 5-6 ზე ახერხებდნენ სისხლის ჩაბარებას. უზარმარაზი რიგი იდგა. ექიმები ვერ მალავდნენ გაოცებას და აღფრთოვანებას თუ როგორი მოთმინებით და სიმშვიდით იცდიდა ყველა... უპრეცენდენტოა ასეთი დონის თანადგომა! დღევანდელმა დღემ, არამარტო გიორგის, არამედ ყველას გვაჩუქა იმედი! მომავლის იმედი! ერთმანეთის იმედი! იმედი იმის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვყავართ.

უდიდესი მადლობა ექიმებს. ერთი წამით არ დაუსვენიათ და არ დაუწიწუნიათ. პირიქით, არც კი გვაგრძნობინეს დაღლა და გადაღლა, გვაძლევდნენ სტიმულს და გვამხნევებდნენ. მადლობა თქვენ ყველას, ვინც არ დაიზარეთ და მოხვედით, იდექით რამდენიმე საათი რიგში, გაეცით სისხლი და ამით გიორგის დაუდექით მხარში"
- წერს ბიბი გოგოლაძე სოციალურ ქსელში, რომელიც გიორგის დასახმარებელ კამპანიაში აქტიურადაა ჩართული. 


შეაგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი დიასამიძეს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი GE86TB7184345061100111

საქართველოს ბანკი GE20BG0000000498605864

ლიბერთი ბანკი GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე

პირადი ნომერი: 05001012601
| Print |