საზოგადოება
მინაძეების ოჯახს „მეცხრე არხმა“ საზოგადოების მიერ შეგროვებული ნივთები და პროდუქტი გადასცა
ადიგენის სოფელ ხევაშენში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მინაძეების ოთხსულიან ოჯახს, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამშრომლები და მოქალაქეები დაეხმარნენ. ჭურჭელი, სათამაშოები, სურსათი და ტანსაცმელი კომპანიის ოფისში შეგროვდა, რის შემდეგაც შეგროვებული ნივთები საზოგადოების სახელით ოჯახს გადაეცა.

მინაძეების ოჯახს ახლა მხოლოდ სამშენებლო მასალები სჭირდება, იმისთვით რომ შეძლონ სახლთან ახლოს პატარა შენობის ააშენონ და ბავშვებს უსაფრთხო გარემო შეუქმნან.

„მეცხრე არხის“ მიერ მომზადებული მასალის შემდეგ, მოსახლეობა ოჯახის დახმარებას ისევ ცდილობს. ნივთები და საკვები პროდუქტები, მათი სურვილით, ოფისში ისევ გროვდება.
„მეცხრე არხისგან“ შევიტყვე ამ ოჯახის შესახებ და მათი დახმარება მომინდა. ვიცი, ეს ბევრი არაფერია, მაგრამ მთელი გულით ვეცადე, რომ რამენაირად დავხმარებოდი“ - ამბობს თამარ კურტანიძე.

შეგახსენებთ, რომ მინაძეები, უკიდურეს სიღარიბეში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში ცხოვრობენ.



| Print |