საზოგადოება
მსოფლიოს ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება, რომ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს - ამირან გამყრელიძე
მხოლოდ საქართველოს კი არა, ვფიქრობ, მთლიანად მსოფლიოს კიდევ ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება, მაშინ შესაძლებელი იქნება საუბარი, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.

ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70% და ჩამოყალიბდება მოსახლეობაში ე.წ. კოლექტიური ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შესაძლებელია იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს ცხოვრების, მაგრამ პირბადის ხმარება და შესაბამისად, სხვა კიდევ შეზღუდვების მოხსნა, რასაც თქვენ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ეძახით, მე მაინც ვფიქრობ, რომ სადღაც მომავალი წლისთვის, კიდევ ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება, საქართველოს კი არა, მთლიანად მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს”, - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |