საზოგადოება
უნიკალური შემთხვევა - ახალციხეში კიდევ ერთი მწვანე ლეკვი დაიბადა
ახალციხეში უნიკალური შემთხვევა განმეორდა. ერთი კვირის წინ სოფელ წინუბანში კიდევ ერთი მწვანე ლეკვი დაიბადა.

“ერთი კვირის წინ ორი ლეკვი დაიბადა ჩვენ ოჯახში, ერთი ჩვულებრივი, მეორე კი მწვანეა. თავიდან ღია ფერის იყო შემდეგ უფრო გამწვანდა, მეძებარი ძაღლია.
სამი წელია გვყავს, აქამდე ყოველ დაყრაზე 10-12 ლეკვი ჰყავდა. ახლა მხოლოდ ორი ლეკვი ჰყავს. ვნახეთ, რომ ერთი მწვანე ლეკვი იყო, თუ გაიყიდება გავყიდით, თუმცა ჯერ პატარა მხოლოდ ერთი კვირისაა“- ამბობს ლეკვის მეპატრონე ვლადიმერ გოგოლაძე.

ლეკვს გოგოლაძეებმა "შრეკი" დაარქვეს. 

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში პირველი მწვანე ლეკვი "გრინჩი" 31 დეკემბერს მესარკიშვილების ოჯახში გაჩნდა.
| Print |