საზოგადოება
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს საქართველოდან სომხეთში გამგზავრება შეუძლიათ
საქართველოსა და სომხეთის ოფიციალური ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სომხეთში შესვლა და უკან დაბრუნება უპრობლემოდ შეუძლიათ. ინფორმაციას Jnews-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოში შემოსვლისას დამატებითი დოკუმენტი საჭირო არ არის. სომხეთში შესვლისას კი პირმა PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს, რომელიც ძალაში იქნება 72 საათის განმავლობაში.

არაოფიციალური ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავენ.

1-ელი თებერვლიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის რეჟიმი გამარტივდა, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, ის კვლავ ჩაკეტილია.

”საგუშაგოები სახმელეთო საზღვარზე დახურულია, როგორც რუსეთის, ისე სომხეთის მოქალაქეებისთვის. ქვეყანაში შესვლა ნებადართულია მხოლოდ გამონაკლისის სახით. დაშვებულია მხოლოდ საჰაერო გზით და ისიც 24 საათის განმავლობაში... თუ უცხო ქვეყნის მოქალაქემ ვაქცინაციის სრული კურსი დაასრულა, მაშინ ქვეყანაში შესვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს,”- განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც განსაკუთრებული მიზეზების გამო საქართველოში სახმელეთო გზით შემოდიან, საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ სადახლო-ბაგრატაშენის საგუშაგოდან შეუძლიათ.
| Print |