საზოგადოება
COVID 19 - ის ვაქცინაცია - მითები და რეალობა
ევროპის კავშირის ქვეყნებმა დაიწყეს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი აცრა. ამ დროისათვის სამი ძირითადი ვაქცინის საკითხი განიხილება - მოდერნა, ასტრაზენეკა და ამერიკული ფირმა Pfizer. ევროპაში პირველ რიგში ხდება სარისკო ჯგუფის და სამედიცინო პერსონალის აცრა. ამჯერად გთავაზობთ ორ მითს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით. 

მითი N1: ვაქცინა საშიშია, იმიტომ, რომ გენური ინჟინერიითაა შექმნილი

კოვიდ19-ის ვაქცინაზე მუშაობა გენური ინჟინერიით მიმდინარეობს, რაც ახალ მეთოდს წარმოადგენს, თუმცა თავად აღნიშნული მეთოდი არა საფრთხის შემცველი, არამედ ტრადიციულ მეთოდზე უპირატესია, იმ მხრივ, რომ იგი მნიშვნელოვნად აჩქარებს ვაქცინის შექმნას, ამასთანავე ნაკლებად ხარჯიანია და ამ მეთოდით დამზადებული ვაქცინა მარტივად ინახება თბილ კლიმატში, ოთახის ტემპერატურაზეც, მაშინ, როდესაც ტრადიციულად შექმნილ ვაქცინებს მაცივარი სჭირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ თავად ვაქცინის უსაფრთხოება გამოიცადოს შესაბამისი კვლევებით, ხოლო პრობლემა ვაქცინის გენური ინჟინერიით შექმნის მოდელში არ დგას.

მითი N2: საქართველო მეორეხარისხოვანია ქვეყანაა, რომელსაც ვაქცინების დასატესტად იყენებენ

ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობა მთლიანად მოხალისეობრივია. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ვაქცინას მხოლოდ განვითარებად, “მეორეხარისხოვან” ქვეყნებში ტესტავენ, მაგალითისთვის წამყვანი AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. 

რა მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთში და რას ფიქრობს covid 19-ის ვაქციანაციასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა - გამოკითხული რესპოდენტების აზრი არაერთგვაროვანია.

,,ვაქცინაცია შველაა ადამიანის და მეცნიერების უდიდესი მონაპოვარია, მაგრამ რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი და საზოგადოება მეტად ინფორმირებული" - განუცხადა მეცხრე არხს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ. მისი თქმით, უკუჩვენება ყველა წამალს აქვს, სწორედ ამიტომ, გაცნობიერებული არჩევანი უნდა გაკეთდეს.

5 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსით 105 457 587 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 2 295 576 კი გარდაიცვალა.

unicef ვაქცინის მოქმედების შესახებწერს. ვაქცინა ხელს უწყობს ჩვენი იმუნიტეტის მომზადებას ინფექციებთან საბრძოლველად, ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმის (ბაქტერია ან ვირუსი) არააქტიური ფორმის შეყვანით. ვინაიდან მიკროორგანიზმი დეაქტივირებულია, იგი ვერ გამოიწვევს დაავადებას. თუმცა, იგი იმუნურ სისტემას აღძრავს თავდაცვისაკენ - ანტისხეულების გამომუშავებისაკენ. შემდგომში, თუ ეს მიკრობი შეგხვდებათ, თქვენი ორგანიზმის იმუნური სისტემა უკვე მზად იქნება მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |