საზოგადოება
საკონტრაქტო სამსახურში მიღება იწყება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 4-წლიან საკონტრაქტო სამსახურში 18 დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს იწვევს. უწყების ინფორმაციით, სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, „ნატოს“ სტანდარტების უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

რიგითის მინიმალური ხელფასი შეადგენს 1 050 ლარს, რომელიც იზრდება წოდების მიხედვით. მეორე და ყოველი მომდევნო კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ბონუსის სახით 7 000 ლარს მიიღებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ საიტზე onlinebct.mod.gov.ge ან შემდეგ მისამართებზე - სენაკი, ბათუმი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, თელავი, თბილისი.

ცხელი ხაზი: 032 2 75 26 44;  595 06 03 44;

| Print |