საზოგადოება
„ახალციხის სერვის ჯგუფის“ დირექტორად ვაჟა გაჩეჩილაძე დაინიშნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალშექმნილი ა(ა)იპ-ი ვაჟა გაჩეჩილაძემ ჩაიბარა. „ახალციხის სერვისის ჯგუფის“ დირექტორი მერიამ 1-ელ თებერვალს დანიშნა.

ვაჟა გაჩეჩილაძე 2014 წლიდან 2021 წლის იანვრის ბოლომდე შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. ამბობს, რომ მერიამ კონკურსის წესით შეარჩია. მისი თქმით, ამ ეტაპზე საშტატო ნუსხაზე მუშაობა მიმდინარეობს, ორგანიზაციის ბიუჯეტი 1 520 000 ლარია.

„ვგეგმავ ჩემი შრომა და მთლიანი ენერგია ახალციხის კეთილდღეობას, მის გალამაზებას და გამწვანებას მოვახმარო. სამომავლოდ სწორედ ეს გეგმა მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები ჩემი მოვალეობის პირნათლად შესრულებას“, - განაცხადა ვაჟა გაჩეჩილაძემ „მეცხრე არხთან“.

შეგახსენებთ, რომ შპს „კეთილმოწყობის“ გაუქმების შემდეგ, 2021 წლიდან მუნიციპალიტეტის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფია“. მას ქუჩების დასუფთავების გარდა, ევალება გარე-განათების სისტემის, გზების, პარკების, სკვერების მოვლა-პატრონობა, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

| Print |