საზოგადოება
სტუდენტები და მოსწავლეები გიორგისთვის თანხას ისევ აგროვებენ (ვიდეო)
გიორგი დიასამიძისთვის ახალგაზრდების მხრიდან საქველმოქმედო აქცია დღემდე მიმდინარეობს. დღეს, 7 თებერვალს 22 წლის გიორგი დიასამიძის დასახმარებლად, ჯგუფებად დაყოფილი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები პლაკატებითა და ყუთებით ქალაქების შემოვლას და თანხის შეგროვებას მანამდე აპირებენ, ვიდრე საჭირო რაოდენობას არ მოიძიებენ. ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თათია მსხვილიძის თქმით, აქციას სხვადასხვა რეგიონიდან და სოფლიდანაც ჩაერთვნენ. ახალგაზრდები თანხის შესაგროვებლად სხვადასხვა ლოკაციაზე დგანან.

,,ერთ კვირაზე მეტია, რაც ამ აქციაში ჩავერთეთ. ყოველდღე ერთმანეთს ვენაცვლებით. პირადად არ ვიცნობ გიორგის, თუმცა ძალიან მინდა, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა გიორგის დასახმარებლად წვლილი შევიტანოთ და მალე გამოჯანმრთელდეს", - ამბობს თათია მსხვილიძე.

თათია მსხვილიძის თქმით, მათი ჯგუფი პლაკატებით და ყუთებით შემოწირულობას 6 თებერვალს ბაკურიანში, დღეს კი ახალციხეში აგროვებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი დიასამიძეს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი
GE86TB7184345061100111

საქართველოს ბანკი GE20BG0000000498605864

ლიბერთი ბანკი GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე

პირადი ნომერი: 05001012601

| Print |