საზოგადოება
აღდგება თუ არა საქალაქთაშორისო მოძრაობა 8 თებერვლიდან
პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 4 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ "თამამად, მაგრამ ფრთხილად" გააგრძელონ შეზღუდვების შემსუბუქება.

კერძოდ:

8 თებერვლიდან მთელ საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. მეტრო, ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსები მუშაობას განაახლებენ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც.

8 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება ბაზრობებიც.

15 თებერვლიდან სწავლა საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში განახლდება. ეს შეზღუდვა ამ დრომდე მოქმედებს თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები, ღია სივრცეში მუშაობას შეძლებენ.

მიუხედავად ამისა, შაბათ-კვირას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა შეზღუდვა ისევ იმოქმედებს. გარდა ამისა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება. არ გაიხსენბა კერძო და საჯარო ბაღებიც.

კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება
პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების უფრო სწრაფად შემსუბუქება ზრდის, როგორც თითოეული მოქალაქის, ისე ბიზნესის, კონკრეტული კომპანიებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებლობას.

"თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის იმისთვის, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა, გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების"
, - თქვა მან.
| Print |