საზოგადოება
ახალციხეში ცენტრალური ქუჩა წყლით იტბორება
ახალციხეში, კეცხოვლის ქუჩაზე დილიდან წყალი მოედინება. დატბორილი ცენტრალური ქუჩა გადაადგილების პრობლემას ქმნის. „საქართვცელოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ამბობენ, რომ მიზეზი საკანალიზაციო ქსელის დაზიანებაა.

„კანალიზაციის მილია გაჭედილი, ჩვენი ჯგუფი სწრაფადვე მივიდა და მიმდინარეობს სამუშაოები. ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს, როდის მოგვარდება პრობლემა, რადგან ძველი ქსელია და შესაბამისად, ძალიან შრომატევადი საქმეა“,
- განგვიმარტა ტექნიკური სამსახურის უფროსმა გიორგი ლაცაბიძემ.

კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა.


| Print |