საზოგადოება
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების შერჩევა იწყება
ახალციხის სოფლებში იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა იწყება, რომლებსაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელებენ. მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 22 თებერვალს დაიწყება და 13 მარტამდე გაგრძელდება.

თვითმმართველობის წარმომადგენლები კრებას ყველა სოფელში გამართავენ, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ახალციხის 45 სოფელი და ქალაქი ვალე მონაწილეობს. დასახლებები დაფინანსებას მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით მიიღებენ.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალციხეში 612 000 ლარი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს ამოქმედდა, თუმცა 2017 წელს შეწყდა. ორი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პროექტი განაახლა და 2019 წლიდან სოფლის მოსახლეობა პროექტებს ისევ არჩევს.

| Print |