საზოგადოება
გიორგის გულისთვის - ახალციხეში საქველმოქმედო აქცია გრძელდება
გიორგი დიასამიძის გულის გადანერგვისთვის საჭირო თანხას, უკვე საქართველოს რამდენიმე ქალაქში აგროვებენ. საქველმოქმედო აქცია გრძელდება ახალციხეშიც. ქალაქის ცენტრალურ პარკში სამი ახალგაზრდა ბანერებითა და ყუთებით დგას. ისინი საზოგადოებას გიორგის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და ახალგაზრდა მამაკაცის დახმარებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენს ორგანიზატორთან შეთანხმებით, მოხალისეები ვიკრიბებით და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით გიორგის. ჩვენი ჯგუფი იყო ხაშურში, ბაკურიანში. საქველმოქმედო აქციას სხვადასხვა ლოკაციაზე კვლავ გავაგრძელებთ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მოხალისე ავთანდილ ჯინიუზაშვილი.

მეორე კვირაა, 50-მდე მოხალისე გიორგის ოპერაციისთვის თანხას აგროვებს. ბანერებითა და ყუთებით ახალგაზრდებს შეხვდებით ცენტრალურ გზაზე და ქალაქში. საქველმოქმედო აქციაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან ჩართული. მათი თქმით, აქციას იქამდე გააგრძელებნ, სანამ ოპერაციისთვის საკმარისი თანხა არ შეგროვდება.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი დიასამიძეს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
თიბისი ბანკი GE86TB7184345061100111

საქართველოს ბანკი GE20BG0000000498605864

ლიბერთი ბანკი GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე
| Print |