საზოგადოება
200-ლარიანი დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა

 

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ პირი 2020 წელს დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ გამოიწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.

დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, იმ პირებსაც, რომლებზეც ვერ განხორციელდა განაცხადების წარდგენა იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან დამქირავებლის გარდაცვალების გამო, ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემის მიზნით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია, მიმართოს განცხადებით შემოსავლების სამსახურს. განაცხადების წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი.

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა. უწყების ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული.

 

| Print |