საზოგადოება
ახალციხის სამხატვრო სკოლამ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო
დღეს, 10 თებერვალს, ახალციხის სამხატვრო სკოლამ, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. გიორგი დიასამიძის დასახმარებლად, საქველმოქმედო აქცია ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა. 10-მდე მოსწავლის ნახატები და ხელნაკეთი ნივთები, 5 ლარიდან 30 ლარამდე ღირს. შემოსული თანხა გიორგი დიასამიძის ანგარიშზე გადაირიცხება. გამოფენა დღის ბოლომდე გაგრძელდება.

„დღეს გამოფენაზე ნახატები მოვიტანე, რომ გიორგის დასახმარებლად რაღაც წილი მეც შევიტანო“, - გვითხრა სამხატვრო სკოლის მოსწავლე თაკო ტაბატაძემ.

„საწყენი ის არის, რომ პანდემიისა და რეგულაციების გამო, ჩვენ საზოგადოების თავმოყრა ვერ მოვახერხეთ. ამიტომ შემთხვევით გამვლელზე ვართ დამოკიდებული. უკვე რამდნეიმემ გაიღო თანხა და ჩვენი ნამუშევარი შეიძინა, რაც ძალიან გვახარებს“, - ამბობს სამხატვრო სკოლის დირექტორი ლელა ფერაძე.

გიორგი დიასამიძის დასახმარებლად, ახალციხის სამხატვრო სკოლამ, გამოფენა-გაყიდვისთვის ნახატების და ნამუშევრების შეგროვება 7 თებერვლიდან დაიწყო.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 22 წლის გიორგი დიასამიძეს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
თიბისი ბანკი

GE86TB7184345061100111

საქართველოს ბანკი GE20BG0000000498605864

ლიბერთი ბანკი GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე

| Print |