საზოგადოება
"თუ ბენზინი გაძვირდა, პროდუქტის ფასიც მოიმატებს" - ახალციხელები საწვავის გაძვირებაზე
თებერვალში საქართველოში საწვავის ფასი 7-10 თეთრით გაძვირდა. ამასთან, ნავთობზე ფასმა ბოლო ერთი წლის მაქსიმუმსაც მიაღწია.

როგორ მოქმედებს ფასის მატება მოქალაქეებზე - საწვავის გაძვირებაზე ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ. ტაქსისა და სამარშუტო ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ტარიფის გაზრდა მოუწევთ. სოფლის მოსახლეობა კი ამბობს, რომ საგაზაფხულო სამუშაოებს შეაფერხებს. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ საწვავის გაძვირების გამო, სურსათის ფასიც მოიმატებს.

| Print |