საზოგადოება
უამინდობის გამო, ახალციხეში ტრაილერებია გაჩერებული
16 თებერვალს, გვიან ღამით ახალციხის შესასვლელში სატვირთო ავტომობილები გააჩერეს. საბარგო სადგურის დასახლებაში 10-მდე ტრაილერის მძღოლი ნინოწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით გზის გახსნას ელის. სამართალდამცველები მათ თურქეთისა და სომხეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. მძღოლები ამბობენ, რომ მიზეზი უამინდობაა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის მიმართულებით, ავტომობილების ნაწილს მოძრაობა აეკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ცუდი მხედველობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


| Print |