საზოგადოება
სომხეთში წამსვლელთა სიაში დღეში 50-მდე ადამიანი რეგისტრირდება - ახალქალაქის მერი
მას შემდეგ, როცა ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნა და მისი საშუალებით მოქალაქეებს სომხეთში გადასვლა შეუძლით, მუნიციპალიტეტის მერიებში დღეში საშუალოდ, 50 წასვლის მსურველი რეგიტრირდება. ახალქალაქის მერის ინფორმაციით, ორ კვირაში, მათთან 522 ადამიანი დარეგისტრირდა.

„რეგისტრაცია დაახლოებით, 10 დღის წინ დაიწყო და მათი რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. დღეში 50-მდე ადამიანი რეგისტრირდება. ხანდახან მათი რიცხვი დღეში 70-მდე ადის“, - აცხადებს ახალქალაქის მერი „მეცხრე არხთან“.

იურიკ უნანიანი ვარაუდობს, რომ სომხეთში, სამუშაოდ წამსვლელთა რაოდენობა გაზაფხულზე კიდევ უფრო გაიზრდება.

მოქალაქეს სომხეთში წასვლა სამი მიზნით შეუძლია - სასწავლებლად, სამუშაოდ და სამკურნალოდ.

საზღვრის კვეთის მსურველთა რეგისტრაცია შვიდი თებერვლიდან, მუნიციპალიტტის მერიებში ხორციელდება. სანამ სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნებოდა, ადგილობრივებმა ამ მოთხოვნით რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს.

| Print |