საზოგადოება
გიდების დღე გიდების პრობლემებით
ახალციხის ციხეზე 2020 წლის იანვრიდან დღემდე ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მდგომარეობა არც მაშინ გამოსწორდა, როცა ტურისტული ობიექტის დათვალიერება ივლისიდან ნებისმიერი მსურველისთვის უფასო გახდა.

ახალციხის ციხეზე წინა წლებში 12 გიდი მუშაობდა, დატვირთული გრაფიკის გამო გიდების რაოდენობა ხუთით გაიზარდა. ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, პანდემია არა მარტო ვიზიტორების რაოდენობაზე, არამედ შემოსავლებზეც აისახა. დავით ტაბატაძის ირწმუნება, რომ გიდებს ხელფასები პანდემიის პირობებში ჩვეულებრივად ერიცხებოდათ.

„ეპიდემიამ არა მარტო ტურისტული სფერო დააზარალა, არამედ გიდების საქმიანობასაც შეეხო. სულ ექვსენოვანი გიდია ჩვენთან და ყოველდღე სამსახურში სამი გიდი მაინც უნდა იყოს. ყოველდღიურად მაქსიმუმ სამ ტურს მაინც ატარებენ“, - ამბობს დირექტორი დავით ტაბატაძე.

17 გიდიდან ერთი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

„ეპიდვითარებიდან გამომდინარე წინა წლებთან შედარებით, წელს ტურისტების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მარტიდან შეზღუდვები მოიხსნება და ახალციხის ციხეც მუშაობას ჩვეულ რეჟიმით გააგრძელებს“’, - გვიამბობს გიდი შოთა ბერიძე.

„განსხვავება ის არის რომ მსოფლიო პანდემიის გამო, ჩვენ დატვირთული გრაფიკით აღარ ვმუშაობთ, რადგან ტურისტების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. პანდემია არა მარტო ჩვენს ციხეზე, არამედ მთელ მსოფლიოს ტურისტულ კომპანიებზე აისახა"- აღნიშნავენ ციხეზე.

ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუ 2020 წელს რაბათს 160 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა, წელს მათი რეაოდენობა 34 000 შეადგენს.

ვიზიტორების სიმცირე ციხის ბიუჯეტზეც აისახა.

2019 წელს 174 400 ლარი შევიდა, 2020 წელს კი მათი რაოდენობა 32 000 ლარს აღწევს.

| Print |