საზოგადოება
ახალციხის ციხეზე ,,აუდიოგიდის ონლაინ აპლიკაციით“ სარგებლობა შეგეძლებათ
დღეს, 21 თებერვალს, ახალციხის ციხეზე ონლაინგიდის პრეზენტაცია გაიმართა. მუზეუმების განვითარებისთვის, ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხე“ 2020 წელს USAID ZRDA -ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა, წარადგინა პროექტი ,,აუდიოგიდის ონლაინ აპლიკაცია“ და გაიმარჯვა.

ადმინისტრაციის თქმით, საქართველოს მასშტაბით, რაბათის ციხე პირველი ტურისტული ობიექტია, სადაც ვიზიტორს  ონლაინგიდი მოემსახურება. ონლაინ აპლიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა შექმნილი. პრეზენტაციას ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები, USAID ZRDA-ს პროექტის წარმომადგენელი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
“აუდიოგიდის აპლიკაცია, პირველ ეტაპზე გათვლილია ანდროიდის მომხმარებელზე.

,,კარგი აპლიკაციაა, განსაკუთრებით დატვირთულ სეზონზე, გიდებს დაგვეხმარება დიდი რაოდენობით შემოსული ტურისტის მომსახურებაში“, - ამბობს შოთა ბერიძე.

სამცხე-ჯავახეთის USAID ZRDA-ს პროექტის კოორდინატორის, ქეთევან ხმალაძის განმარტებით, აუდიოგიდის ონლაინ აპლიკაცია ციხეს როგორც ტურისტების რაოდენობის, ასევე შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება.

ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუდიოგიდის ბილეთი 10 ლარი ეღირება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის ასევე უცხოელი ვიზიტორებისათვის.

| Print |