საზოგადოება
ახალციხეში ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა
ახალციხეში საქველმოქმედო აქცია „ერთადგიორგისთვის“ გაიმართება. კვირას, 28 თებერვალს, 13:00 საათზე, აქციის მონაწილეები შოთა რუსთაველის ძეგლთან იკრიბებიან და ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ.

„ყველა ვიკრიბებით შოთა რუსთაველის ძეგლთან, გვინდა გულის ფორმის ცოცხალი ჯაჭვი გავაკეთოთ, მოვივლით ახალციხის რამოდენიმე ქუჩას და ჯაჭვს შევკრავთ ისევ შოთა რუსთვალის ძეგლთან“, - ამბობს აქციის მონაწილე თორნიკე ქურდაძე.

აქციის მიზანია, რომ ახალგაზრდებმა გიორგი დიასამიძის შესახებ მოქალაქეებს უფრო მეტი ინფორმაცია მიაწდონ. 22 წლის ასპინძელ ბიჭს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი GE86TB7184345061100111

საქართველოს ბანკი GE20BG0000000498605864

ლიბერთი ბანკი GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე

| Print |