საზოგადოება
საქართველოში PCR ტესტით შემოსვლა კიდევ 6 ქვეყნიდან არის შესაძლებელი
პრემიერ მინისტირს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს ნეგატიური PCR ტესტის პასუხით შეუძლიათ შემოსვლა საჰაერო გზით კიდევ 6 ქვეყანა ემატება.

"იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელსაც საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, პირველი მარტიდან, დაემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
| Print |