დღეს, 25 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა ახალციხეში მუშაობა ყველა მძღოლს არ განუახლებია. მგზავრების სიმცირისა და საწვავის მომატებული ფასის გამო, ზოგიერთი მიმართულებით მარშუტები გაუქმდა. ამის ერთ-რთი მიზეზი კომენდანტის საათიც არის, რადგან საღამოს ჩანიშნულ რეისებს მძღოლები ვერ შეასრულებენ.
„ხუთი სათის მერე გრძელ გზაზე ვერც მძღოლი წავა და ვერც მგზავრი. შვიდსაათიან რეისს გორში მოუსწრებს კომენდანტის საათი. მარტო თბილისში ჩასვლა ხომ არაა, ხალხს სახლში მისვლაც ხომ უნდა? ამიტომ საღამოს რეისები გაუქმდა“, - ამბობს შპს „ჯეოტივის“ დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი.
მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრობის ფასი უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძველი ტარიფებით მუშაობა საწვავის ხარჯს არ ეყოფა. მათი თქმით, სამ თვეში ერთი ლიტრი საწვავი დაახლოებით, 70 თეთრით გაძვირდა. შპს „ჯეოტივის“ დირექტორის თქმით, მუშაობის პირველ დღეს, მარშრუტებსა და მგზავრობის ფასზე ჯერ არ უმსჯელიათ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოში 28 ნოემბერს აიკრძალა. შედეგად, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, მხოლოდ ახალციხეში, 50-მდე მძღოლი დარჩა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.