საზოგადოება
ახალციხის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი შეიცვალა
დღეს, 26 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, სოციალური დახმარების გაცემის წესში შესული ცვლილებებია.

50 ლარით გაიზარდა ახალშობილებისთვის განკუთვნილი დახმარება. თუ პირველ შვილს აქამდე ერთჯერადად 150 ლარს აძლევდნენ, ახლა ეს თანხა 200 ლარამდე გაიზარდა. მეორე შვილს 250 ლარი გადაეცემა.

მკვეთრად გამოხატულ შშმ პირების ყოველთვიური დახმარება 10 ლარით გაიზარდა და 35 ლარი გახდა. უსინათლოთა დახმარება კვარტალში 50 ლარს შეადგენდა და 65 ლარამდე გაიზარდა. შშმ ბავშვთა 300-ლარიანი დახმარება კი 400 ლარამდე გაიზარდა.

ჯამში, ახალციხის ბიუჯეტის სოციალური დახმარების მუხლი 200 000 ლარით გაიზარდა.




| Print |