საზოგადოება
ახალციხეში ახალშობილების დახმარების თანხა შეიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყოველ ახალშობილზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა. სოციალური დახმარების მუხლში შესული ცვლილებების მიხედვით, 2021 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი 200 ლარს მიიღებს, ოჯახის მეორე შვილი - 250 ლარს, მესამე - 300, მეოთხე კი - 350 ლარს.

მეხუთე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის, დახმარებით გათვალისწინებული თანხის ოდენობას დაემატება 100 ლარი.

იმ შემთხვევაში თუ ტყუპები დაიბადება, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით: პირველ და მეორე შვილზე 600 ლარი, თუ ოჯახის მეორე და მესამე შვილები არიან - 700 ლარი, მესამე და მეოთხე შვილზე 800 ლარი, სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში - 1 500 ლარი.
| Print |