ფარეხაში მანქანა ამოტრიალდა
ავტოსაგზაო შემთხევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. დაახლოებით 15:00 საათზე BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.
„რომ გავიარე ბევრი ხალხი იდგა, მანქანა იყო ამოტრიალებული, სახურავზე ეგდო. დაშავებული არის თუ არა, არ ვიცი“, - ამბობს თვითმხილველი.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამიტომ ავარიაში მონაწილე პირი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.