ერთად გიორგისთვის - ახალციხეში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
16:51 / 28.02.2021
დღეს, 28 თებერვალს, ახალციხეში საქველმოქმედო აქცია „ერთად გიორგისთვის“ გაიმართა. აქციაში 150-მდე ადამიანი ჩაერთო. მონაწილეები შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ, ცოცხალ ჯაჭვში ჩაებნენ და გულის ფორმით განთავსდნენ.
აქცია-პერფორმანსით მონაწილეებს საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურთ, რათა მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე ჩაერთოს გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად. გიორგის მეგობრები და მხარდამჭერები, საქველმოქმედო აქციებს 3 და 8 მარტსაც გამართავენ.
აქციის მიზანია, ახალგაზრდებმა გიორგის შესახებ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია.
22 წლის ასპინძელ ბიჭს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა.
მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე: