საზოგადოება
კოვიდგადატანილი პაციენტები რეაბილიტაციას ბორჯომში გაივლიან
დღეს, 1-ელ მარტს, პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარებილიტაციო პროგრამების შესახებ  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, აჭარის ჯანდაცვის მინისტი, პროფილური სამედიცინო დაწესებულებების ხელძღვანელები, ადგილობრივი მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ღონისძიება „საპარტნიორო ფონდმა“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა“ გამართა. შეხვედრის ფარგლებში „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული სარეაბილიტაციო პროგრამები წარადგინა.

ორგანიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს სამედიცინო ცენტრი დაათვალიერებინეს და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ბალნეოლოგიური კურორტის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

| Print |