საზოგადოება
თბილისი-ახალციხის მიმართულებით მგზავრობის ფასმა მოიმატა
ახალციხე-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 10 ლარია, თუმცა თბილისიდან ახალციხეში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 12 ლარი გახდა. მძღოლების თქმით, ბილეთზე ფასის მატება გაძვირებულმა საწვავმა გამოიწვია.

„ ჩვენ აქ არ გაგვიძვირებია მგზავრობის ფასი, თუმცა თბილისის სადგურმა 2 ლარი მოუმატა და ღირებულება 12 ლარი გახდა“, - ამბობს შპს „ჯეოტივის“ დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების თქმით, ძველი ტარიფებით მუშაობა საწვავის ხარჯს არ ჰქოფნის, თუმცა ახალციხეში ფასს ჯერ არ ამატებენ. 

„ჩვენ არ გაგვიძვირებია, თუმცა თბილისიდან ახალციხისკენ მგზავრობა გაძვირდა და ეს ყველაფერი მგზავრებში გაუგებრობას იწვევს, ერთი მიმართულებით ღირებულება აქედან ნაკლებია, იქიდან მომატებულიაო, მაინც არ გვყავს მგზავრები, მუშაობა არ არის", - ამბობენ მძღოლები. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა 25 თებერვალს აღადგინა.
| Print |