საზოგადოება
ფონდმა „მხარდაჭერა ჯავახეთს“ ახალციხეში ტანსაცმელი დაარიგა (ვიდეო)
ახალციხის სოფლებში საქველმოქმედო ფონდმა „მხარდაჭერა ჯავახეთს“, 500-მდე პირს ევროპული ტანსაცმელი გადასცა. წყალთბილას, ყულალისს, ორალს, დიდ და პატარა პამაჯს ფონდის წარმომადგენლები 1-ელ მარტს, დილიდან ეწვივნენ.
ორგანიზაციის დირექტორის, სამველ მკოიანის თქმით, საქველმოქმედო ღონისძიებას ორგანიზება ფონდთან ერთად, „საერთო სომხურმა საქველმოქმედო საბჭომ“ გაუწია.

„ პროექტის ფარგლებში, ძირითადად, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს ვეხმარებით. ჩვენ სამცხე-ჯავახეთში 15 000-ზე მეტი ქურთუკი ჩამოვიტანეთ, ძირითადად, ხარისხიანი, ფრანგული თბილი ტანსაცმელია“, - ამბობს ფონდის დირექტორი სამველ მკოიანი.

ახალციხის გარდა, ფონდის წევრები, ჯავახეთის დაახლოებით. 15 სოფელში იმყოფებოდნენ და ტანსაცმელი 4 000-მდე ადამიანს გადასცეს.
ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ფონდის შემომწირველები არიან აშშ-ში, რუსეთსა და სომხეთში მაცხოვრებლები და სასულიერო პირები.


| Print |