საზოგადოება
ბაკურიანში სნოუბორდ კროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატი დაიწყო
დღეს, 3 მარტს ბაკურიანში სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ხუთ მარტს დასრულდება.

ბაკურიანმა უკვე უმასპინძლა Ski Cross–ის ჩემპიონატის პირველ ეტაპს. შეჯიბრში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები ჩამოვიდნენ ავსტრიიდან, ბელგიიდან, კანადიდან, ჩეხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, შვეიცარიიდან, შვედეთიდან და ამერიკიდან.
| Print |