როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ახალციხეში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 – 6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, ქ. თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება ახალციხეს, უახლოესი ხუთი დღის პროგნოზი ასე გამოიყურება:
5 მარტი
დღისით + 6, ხოლო ღამით - 8 გრადუსია მოსალოდნელი
6 მარტი
დღისით + 10, ხოლო ღამით - 3 გრადუსს ვარაუდობენ
7 მარტი
დღისით + 5, ხოლო ღამით - 8 გრადუსს ელიან
8 მარტი
დღისით + 4, ხოლო ღამით - 7 გრადუსია მოსალოდნელი
9 მარტი
დღისით + 6, ხოლო ღამით - 6 გრადუსია ნავარაუდევი.
ღამით ყინვები გაგრძელდება 15 მარტამდე.