საზოგადოება
როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ახალციხეში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 – 6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, ქ. თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 

რაც შეეხება ახალციხეს, უახლოესი ხუთი დღის პროგნოზი ასე გამოიყურება:

5 მარტი
დღისით + 6, ხოლო ღამით - 8 გრადუსია მოსალოდნელი

6 მარტი
დღისით + 10, ხოლო ღამით - 3 გრადუსს ვარაუდობენ

7 მარტი
დღისით + 5, ხოლო ღამით - 8 გრადუსს ელიან

8 მარტი
დღისით + 4, ხოლო ღამით - 7 გრადუსია მოსალოდნელი

9 მარტი
დღისით + 6, ხოლო ღამით - 6 გრადუსია ნავარაუდევი.

ღამით ყინვები გაგრძელდება 15 მარტამდე.

| Print |