საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში 3 000-მდე ახალშობილმა მაღალმთიანის დახმარება მიიღო (ინფოგრაფიკა)
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2014 წლის 1-ლი ივნისიდან მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. მის ფარგლებში, მესამე და შემდეგი შვილი 2 წლის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. პროგრამა ეხება რეგიონებს, სადაც წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, ან 200-ზე ნაკლებია. ასეთი კი გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო/ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაცხოვრებლები არიან. სამცხე-ჯავახეთი პროგრამას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გამოეთიშა.

2016 წლის 1-ლი იანვრიდან დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამას მაღალმთიანი რეგიონებიც დაემატა. პროგრამის მიხედვით, ოჯახის პირველი ან მეორე შვილზე ოჯახი ერთი წლის განმავლობაში 100ლარიან დახმარებას მიიღებს, მესამე ან მომდევნო შვილი 2 წლის განმავლობაში 200 ლარს.

სოციალური მომსახურების საგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს პროგრამით მოსარგებლე 2 934 ბავშვიდან 996 პირველი შვილია, 938 - მეორე, 1 000 კი მესამე ან შემდეგი.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |