საზოგადოება
არ იყვნენ მომზადებულები სათანადოდ, ვერც ვაქცინაცია და ვერც დახმარება ჩაუტარეს სწორად - თემურ ტეფნაძე
გარდაცვლილი მედდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მეგი ბაქრაძეს ადგილზე არ ჩაუტარდა ის დახმარება, რაც ვაქცინაციის შემდეგ გართულებისას ესაჭიროებოდა. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ 28 წლის ქალი ახალციხეშივე გარდაიცვალა.

ცხედარს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ნათესავები ამბობენ, რომ დაელოდებიან ექსპერტიზის პასუხსა და ორი მცირეწლოვანი შვილის დედის დაკრძალვას, შემდეგ კი მათ ხელს არსებულ მტკიცებულებებს გაასაჯაროვებენ.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკაში მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
| Print |