საზოგადოება
ახალციხეში "საპატიო ახალციხელების" შერჩევა მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საორგანიზაციო განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქში სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს. ჯგუფების წევრებმა მოსახლეობა ინდივიდუალურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხეს. მასში მონაწილეობა სხვადასხვა სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის და პროფესიის 200-მა ადამიანმა მიიღო.

მერიის ადმიისტრაციის ინფორმაციით, კითხვის ფორმულირება ასეთია – ვის მიანიჭებთ "საპატიო ახალციხელის" წოდებას? ინტერვიუერებმა პირისპირ ინტერვიუს გარდა, სატელეფონო გამოკითხვაც ჩაატრეს. გარდა ამისა, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფაცებოოკ-ის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს ინერაქტივი.

"საპატიო ახალციხელის" წოდების კანდიდატების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. მერაბ ბერიძე, 2. ელგუჯა კოპაძე, 3. ვასილ კვინცხაძე, 4. ცისანა ახვლედიანი, 5. ციური ლაფაჩი, 6. ნათელა იაძე, 7. გალინა ხვიჩია, 8. რუსუდან სისაური, 9. ლია სულუაშვილი, 10. ნუნუ აბდუშელიშვილი.

სოციალურ ქსელში გამოკითხვა 29 ივნისს დასრულდება . ინტერაქტივის სატელეფონო და პირისპირ გამოკითხვის შედეგის შეჯამების შემდეგ სამი "საპატიო ახალციხელის" წოდების მქონე მოქალაქე გამოვლინდება, რომელიც 30 ივნისს, "ახალციხელობის" დღესასწაულზე დაჯილდოვდება.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაულზე პიროვნებებისთვის "საპატიო ახალციხელის" წოდების მინიჭების ტრადიცია, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა აღადგინა. 2013 წელს "საპატიო ახალციხელის" წოდება კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, გიტარისტ თემურ ყვითელაშვილსა და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მიენიჭათ. 2014 წელს კი ტიტული დეკანოზმა სტეფანემ, ომარ ჯაყელმა და ვახტანგ კვესელაძემ მიიღეს.
| Print |