საზოგადოება
მეგი ბაქრაძე დღეს 29 წლის გახდებოდა
28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 29- ე დაბადების დღის აღნიშვნას დიდი ზეიმით აპირებდა. ამის შესახებ მისი ახლობლები და მეზობლები საუბრობენ. 

მშობლიურ სოფელ ქვემო ენთელში, დღეს ყველა ცდილობდა მისთვის უკანასკნელი პატივის მიგებას. ვიდრე ქვემო ენთელში, ერთი დღის დაკრძალულ მეგის იხსნებდნენ, ახალციხის კლინიკა ,,იმედის" ადმინისტრაცია და მედიკოსები სამართალდამცავ ორგანოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე საუბრობს. 

კლინიკაში მომხდარ შემთხვევას, ასევე იძიებს სამედიცინო რეგულირების სააგენტო, რომლის შუალედური დასკვნაც კვირის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს. კლინიკა «იმედში», ექთანმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო «ოქსფორდ-ასტრაზენეკას» ვაქცინა გაიკეთა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.
| Print |