საზოგადოება
ახალციხე - ურავლის გზაზე მიწა ჩამოიშალა
დღეს, ახალციხე – ურავლის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. შემთხვევა დაახლოებით 15:30 სთ-ზე მოხდა. შემთხვევას მსხხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაციას გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონალური კოორდინატორი, თამუნა უჩიძე ავრცელებს.

მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიას 150 - მდე ხელმოწერით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართეს და ,,საშიში ზონის გამაგრებისთვის" დახმარება სთხოვეს, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. 
ფოტოების ავტორი: თამუნა უჩიძე
მერიის განცხადებით, ადგილზე უკვე მივიდნენ და აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გაწმენდა მინდინარეობს.
| Print |