საზოგადოება
გადავრჩით, რომ არავინ დაშავდა - ურავლის დეპუტატი (ვიდეო)
ახალციხე - ურავლის  გზაზე, სადაც 26 მარტს, კლდე ჩამოიშალა, გზა უკვე გაწმენდილია. ადგილობრივების თქმით, გზის ამ მონაკვეთზე მიწის ჩამოშლა პერიოდულად ხდება. მეწყრული პროცესი განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს აქტიურდება. სოფლის დეპუტატის განცხადებით, ურავლის გზაზე კლდე 2019 წელს ორჯერ ჩამოიშალა.

ამ
გზის მოწესრიგების თხოვნით, ახალციხის მერიას განცხადებით მიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ. რეგიონულმა კოორდინატორმა თამუნა უჩიძემ მეცხრე არხთან აღნიშნა, რომ 2019-2020 წწ. მერიაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

შემთხვევა დაახლოებით 15:30 სთ-ზე მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
| Print |