საზოგადოება
ორი შეზღუდვა, რიმელიც 1-ლი აპრილიდან გაუქმდება
ხუთშაბათიდან, 1-ლი აპრილიდან, კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან, კიდევ ორი მოიხსნება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების თანახმად, 1-ლი აპრილიდან:
- რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებს;
- ასევე გაიხსნება და საქმიანობას განაახლებენ კინოთეატრები.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ შეზღუდვის შემსუბუქება ჯერ არ განიხილება.
გააზიარეთ :