საზოგადოება
ტაძრის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალციხეში, სოფელ ღრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დაწვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სოფელ ღრელის მიმდებარედ ტერიტორიაზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 29 მარტს დაიწვა. ხანძრის შედეგად ეკლესიაში დამწვარია ხატები ჩამონგრეულია კედლის ნაწილიც. რამ გამოიწვია ხანძარი ან როდის, ადგილობრივებისთვის უცნობია, მათი თქმით, იქ არც ელექტროგაყვანილობა იყო და არც ღუმელი იდგა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, საფარის ეკლესიის სასულიერო პირებსაც. ეკლესია საფარის მონასტრიდან დაახლოებით 4 კილომეტრში მდებარეობს.

| Print |