საზოგადოება
აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი - ვლადიმერ პოზნერი
რუსი პროპაგანდისტ, ვლადიმირ პოზნერთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი. იგი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: ,,აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".

იმას, რომ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, მასთან ერთად მყოფი პირებიც ადასტურებენ.

ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ელენე ხოშტარიას ფეისბუქ პოსტია - პოზნერის ვიზიტის შესახებ ინფორამცია თავდაპირველად სწორედ მოძრაობა ,,დროას" დამფუძნებელმა გაავრცელა.

,,ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგუალაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში. ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია" - დაწერა ელენე ხოშტარიამ.

სასტუმრო "ვინოტელი", სადაც პუტინის მეგობრები პროტესტის ფონზე ვახშმობენ, "ქართული ოცნების" წევრის, ბენო ქაშაკაშვილის საკუთრებაა.

ქაშაკაშვილი მმართველი პარტიის დამფინანსებელიცაა. 2016 წლიდან დღემდე, "ქართული ოცნების" ანგარიშზე მას 170 ათასი ლარი აქვს შეწირული.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
| Print |