საზოგადოება
რომელი პროდუქტები გაძვირდა მარტში ყველაზე მეტად
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის მარტის თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითად 2019 წლიდან დღემდე, თვიური და წლიური ინფლაციის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია.

საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის წლიური მაჩვენებლის ზრდა პირველადი მოხმარების რამდენიმე პროსუქტზე ფასების მატებამ გამოიწვია.

2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ფასი არაერთ პროდუქტს მოემატა, მათ შორის, გაძვირდა სასურსათო პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელის ფასები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტის თვეში ყველაზე მეტად ხილი, ზეთი, ცხიმი, შაქარი, ჯემი, ტკბილეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, ბოსტნეული და ბაღჩეული, მინერალური და წყაროს წყალი და უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირდა.

ამასთან, როგორც სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარტში, წინა თვესთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა.


ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები მოემატა:

ზეთი და ცხიმი - 35.8%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 13.7%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 13%;
თევზეული - 12.2%;
რძე, ყველი და კვერცხი - 8.5%;
პური და პურპროდუქტები - 7.7%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 5%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 4%;
თამბაქოს ნაწარმი - 12.1%;
ალკოჰოლური სასმელები - 6.2%;
| Print |