საზოგადოება
დაუშვებელია სასაფლაოებზე ე.წ „სუფრული შეკრების“ გამართვა
მთავრობის გადაწყვეტილებით პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად საფლავზე გასვლა წელს არ იკრძალება, თუმცა აკრძალულია საფლავზე ე.წ „სუფრული შეკრებები“.

„კათოლიკური, სომხური სამოციქულო და ევანგელურ–ლუთერული ეკლესიების მრევლისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვა არ იგეგმება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების თანახმად, აკრძალულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებაზე 10–ზე მეტი ადამიანის შეკრება. შესაბამისად, დაუშვებელია სასაფლაოებზე 10–ზე მეტი ადამიანის თავშეყრა და ე.წ „სუფრული შეკრების“ გამართვა,“– განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

წელს, კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას 4 აპრილს აღნიშნავს.
| Print |