საზოგადოება
როგორ უნდა წავახალისოთ სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესი - ბესიკ ამირანაშვილი
სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო და მედიასექტორის წარმომადგენელებს, 1+4 პროგრამის მონაწილეებსა და  ადგილობრივ ხელისუფლებას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის პირველმა მოადგილემ 2021-2030 წლების სტრატეგიის დოკუმენტი გააცნო.

ლია გიგაურმა, დოკუმეტის იმ ძირითად პრიორიტეტებს და გეგმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით  ქვეყნის საჯარო უწყებები და სხვადასხვა ორგანიზაცია იმუშავებს.

,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის'' გეგმა მიზნად ისახავს სახელმწიფო ენის ინტეგრაციის მხარდაჭერას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, თანასწორობას, სამოქალაქო და პოლიტიკურ მოღვაწეობაში, სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციასა და კულტურათაშორის დიალოგს ეთნიკურ უმცირესობათა შორის.



| Print |