საზოგადოება
ახალციხეში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში, 9 აპრილის მემორიალთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად შეიკრიბნენ. ახალციხის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 

32 წლის წინ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა იოანე გელაშვილმა გადაიხადა. 

1989 წლის 9 აპრილს, დილის 04:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და მომწამლავი გაზის გამოყენებით დაარბია. მიტინგის დაშლისას 21 მოქალაქე დაიღუპა.

| Print |