საზოგადოება
ახალციხეში კაფე @65 გაიხსნა
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის #65-ში კაფე „@65“ გაიხსნა. ცივი და ცხელი სასმელები, ცომეული, სალათები და საკონდიტრო ნაწარმი - კაფე @65 ის ადგილია, სადაც მხოლოდ გემრიელ და ხარიასხიან საკვებს არ შემოგთავაზებენ. აქ მეგობრებთან საუბრისა და დროის ნაყოფიერად გატარების საშუალებაც გექნებათ. 

კაფე @65 საზოგადოებრივმა ორგანიზაცია ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა გახსნა. ის მხოლოდ კვების ობიექტის ფუნქციას არ ასრულებს, მისი გახსნის მიზანი არაფორმალური განათლებისთვის ხელშეწყობაცაა. შესაბამისად, კაფე ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზნებს ემსახურება.


| Print |