საზოგადოება
ბორჯომში ორი ტურისტი დაიკარგა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბორჯომში, გოგიას ციხის მოსანახულებლად წავიდნენ, მაშველების დახმარება დასჭირდათ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გოგიას ციხის მიმდებარედ მყოფ ტურისტებს ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

"დიდი ბრიტანეთის და ეგვიპტის მოქალაქეები ციხის მიმართულებით ფეხით გავიდნენ, თუმცა რთული რელიეფის გამო, უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს. მეხანძრე-მაშველებმა გოგიას ციხის მიმდებარედ ორი მოქალაქე იპოვეს და უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს".

უწყების ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
| Print |