საზოგადოება
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება
საქართველოს მთავრობა 3-12 მაისის ჩათვლით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში არაერთი შეზღუდვა დაწესდა, მათ შორის ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.

„3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;


საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე"
, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად. 
| Print |